ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების წევრები აშშ-ში დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს – ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულები არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი) და მისი თანამზრახველები – კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე (“თავა”), დავით ტიკარაძე.
ნიუ-იორკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ 14 ნოემბერს დაკავებული 4 პირი ქუთაისიდან არიან.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას, ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ, დანაშაული კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში მოხდა.
“მსხვერპლის იძულება დაშინებითა და ძალადობის მუქარით, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ კეთდება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რაც, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს. FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როცა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის წესით,” – განაცხადა FBI-ის წარმომადგენელმა ჯეიმს სმიტმა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა