ქუვეითის ლიდერი, ემირი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუვეითის ლიდერი, ემირი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ემირის გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება. ნოემბერში ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქუვეითის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ემირი მისი ძმა, 83 წლის პრინცი მიშაალ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი გახდება.

ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი ქუვეითის ლიდერი 2020 წელს გახდა. ეს თანამდებობა მან უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.