“ქსელურ მარკეტებში გადასახადები იმდენად დიდია, რომ ქართული ბაზრის ათვისების ინტერესს ვკარგავთ” – გოჩა ღვინეფაძე

“ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია. თუმცა, ისეთ დღეშია ქართული წარმოება და ქსელურ მარკეტებში გადასახადები იმდენად დიდია, რომ ქართული ბაზრის ათვისების ინტერესს ვკარგავთ”, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია “აჩინებულის” დამფუძნებელმა, გოჩა ღვინეფაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგადად ქართული წარმოება არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.