„ქრისტიან დემოკრატებმა“ და „სოციალ დემოკრატებმა“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმება გამოაცხადეს – მერცმა კოალიციის პროგრამა გერმანიის “ახალ დასაწყისად” მოიხსენია

გერმანიის „ქრისტიან დემოკრატები“ და „სოციალ დემოკრატები“ კოალიციურ მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ბერლინში გამართულ ერთობლივ პრეზენტაციაზე გამოაცხადეს.
“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა და კოალიციური მთავრობის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა კოალიციური მთავრობის პროგრამა გერმანიისთვის “ახალი დასაწყისად” მოიხსენია.
“ჩვენს წინაშე ძალიან ძლიერი გეგმა გვაქვს, რომლითაც ერთობლივად შევძლებთ ქვეყნის წინ წაწევას. გერმანიას უნარიანი და ეფექტური მთავრობა ეყოლება”, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, კოალიციური შეთანხმება “ინტენსიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგია”. აღნიშნული დოკუმენტი 140-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მისი სათაურია – “პასუხისმგებლობა გერმანიისთვის”.
აღინიშნება, რომ კოალიციურ შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ. დამტკიცების შემთხვევაში, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანცლერად არჩევა მაისის დასაწყისში იგეგმება.