,,ქოცს შეუძლია 31 აგვისტომდე ფორმალურად მაინც მოიქცეს ისე, რომ უვიზო არ შეგვიჩერონ” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,რომ ვიცოდეთ როგორ იტყუება რუს/ქოცური პროპაგანდა და ყოველთვის მზად გვქონდეს პასუხი.
ქოცი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და ქალის კაცად და კაცის ქალად გადაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გვემუქრება უვიზოს წართმევით. და ამიტომ, ჯობს უარი ვთქვათ ვიზებზე, ვიდრე ამ “უბედურებაში ჩავცვივდეთ“. რომ მთელი ევროპა გაერთიანდა საქართველოს გასანადგურებლად და მხოლოდ ბ–ნ ბიძინას შეუძლია დაგვიცვას. რომ ეს არის გლობალური ომის პარტიის გეგმები საქართველოს ომში ჩასართავად და შანტაჟის მიზნით გვართმევენ უვიზოს.
სინამდვილეში, ევროკომისიის წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია 8 მოთხოვნა ემყარება მხოლოდ ოფიციალურ გაწერილ წესებს და პროცედურებს. ეს არის ევროკავშირის ვიზების რეგლამენტის მუხლი8 რომელსაც ბოლო დროს დაემატა კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები საშუალებას აძლევს ევროკავშირს აამოქმედოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, თუ:
1. უცებ და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არალეგალური მიგრაციის რისკი.
2. არსებობს უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის გამოწვევები.
3. არსებობს მაღალი დონის კორუფციის საქმეები, რომელთა გამოძიება არ ხდება ან არ ხდება მათზე რეაგირება დამოუკიდებლად და ეფექტურად.
4. ფიქსირდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მათ შორის დისკრიმინაციის შემთხვევები.
5. მოქმედებს ინვესტიციების მეშვეობით მოქალაქეობის მიღების სქემები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უსაფრთხოებაზე.
მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ევროპარლამენტის წევრები, როგორც პოლიტიკოსები და რას წერენ რეზოლუციებში, მიუხედავად იმისა, როგორ აფასებენ ქოცხელისუფლებას ევროპელი ლიდერები, ევროკავშირი სამართლებრივი სივრცეა და პირველ რიგში პროცედურებს მიყვებიან. შესაბამისად, ქოცებისთვის გამოგზავნილ წერილში დიდი არაფერი წერია ისეთი, რაც ჩვენ ემოციურად გვესიამოვნებოდა. მაგალითად, არანაირი მწვავე შეფასება, არანაირი ლანძღვა, არანაირი რიგგარეშე ს მოთხოვნა. წერილი არის საქმიანი. ძალიან კონკრეტული საკითხებზე კონცენტრირებული.
რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნებს, ისინი ჩამოყალიბებულია მხოლოდ ვიზების რეგლამენტიდან გამომდინარე, მშრალად და კონკრეტულად. და ჰოი საოცრებავ, ლგბტ–ზე მხოლოდ ერთი წინადადება წერია. ისიც იმ პაკეტის გაუქმების რეკომენდაცია, რომელიც შარშან მიიღეს ქოცებმა და რომლითაც ლგბტ თემს ფაქტიურად ადამიანად ყოფნის უფლება ჩამოართვეს. დანარჩენი ეხება როგორც კორუფციას, ასევე სავიზო პოლიტიკის თავსებადობას და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ამ ყველა საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობა დაეწყო და ეთქვა, რომ კი, მოვაგვარებთ, აი, მაგალითად კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, შევამსუბუქებთ რეპრესიულ კანონებს, რამე, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემდა რომ უვიზოს შეჩერების პროცესი არ დაეწყო, ქოცმა თქვა, რომ არაფერი არ აინტერესებს და არ შეასრულებს არაფერს. აიღო ერთი წინადადება და ჩაუშვა პროპაგანდისტული ნიაღვარი. რეალურად ქოცს კიდია უვიზოს შეწყვეტა. ზუსტად იცის, რომ რა რეჟიმსაც ახლა აშენებს, იმ რეჟიმის პირობებში ადრე თუ გვიან უვიზო მაინც შეგვიწყდება და მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ადრე შეგვიწყდება თუ გვიან. ახლა თავისი ჭკუით მაგარ თემას მოახტნენ და აჭენებენ–აი როგორ გვათახსირებს ევროპა და საერთოდ რაღა გვინდა მანდ.
თუმცა, როცა ვინმე ქოცი შემოგხვდებათ წივილკივილით, რომ ევროპამ ქალ/კაცობის წართმევა მოგვინდომა, ეს ჩამონათვალი გქონდეთ მაინც. კარგი იქნება ჟურნალისტებიც თუ თან იქონიებენ ხოლმე, როცა სთან “შერკინებას“ გადაწყვეტენ.
რეკომენდაციები საქართველოს მიმართ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშიდან ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში:
1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცვა, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
2. აირიდოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ პრინციპს ან შეუთავსებელია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კონკრეტულად, გაუქმდეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ პაკეტი. შეიცვალოს ადამიანის უფლებათა ნაციონალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირთა უფლებები.
3. საქართველოს სავიზო პოლიტიკა დაუახლოვდეს ევროკავშირის სიას მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა მოეთხოვებათ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც მომდინარეობს არალეგალური მიგრაცია ან უსაფრთხოების რისკები ევროკავშირისთვის.
4. გაძლიერდეს ქმედებები დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნებისა და არალეგალური ყოფნის საკითხების აღმოსაფხვრველად, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები და საზღვრის გაძლიერებული კონტროლი.
5. შეიქმნას ქონების დაბრუნებისა და მართვის ოფისები და გაგრძელდეს მუშაობა ქონების ძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
6. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და მოქმედების გეგმა. მოიზიდოს შესაბამისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, გასამართლებას და დასჯას.
7. შეიცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად – განსაკუთრებით დამოუკიდებლობის, პოლიტიკურად ნეიტრალური ფუნქციონირებისა და უფლებამოსილებების ნაწილში.
8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.
მოკლედ, ქოცს შეუძლია 31 აგვისტომდე ფორმალურად მაინც მოიქცეს ისე, რომ უვიზო არ შეგვიჩერონ. თუმცა ის ამას არ აკეთებს. პროპაგანდამ უკვე ღიად დაიწყო იმის ქადაგება, რომ არ გვჭირდება უვიზო და არც ევროპა. ასე რომ, ქოცების ხელიდან უვიზო უკვე შეწყვეტილია და შეგვიძლია სექტემბერს არ ველოდოთ ამ დასკვნის გამოსატანად. ევროკავშირს უბრალოდ ფორმალურადაც კი სხვა გზა აღარ რჩება გარდა იმისა, რომ უვიზო შეგვიწყვიტოს.“