“ქოცს რისაც ეშინია, იმას უნდა მიაწვეს ოპოზიცია”– ვიკა ბუკია

შეუძლებელია ვერ დაინახო სახელისუფლებო შიში კიდევ ერთი შესაძლო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მიმართ და ზოგადად, შიში ისეთი ერთობის მიმართ, რაც გარანტირებულად მოუტანს ოპოზიციას ელექტორალურ უპირატესობას.
კალაძე, რომელიც მთლად მიშასთან ერთად დარბოდა ველობილიკებზე, ხოლო შემდეგ ეთერებიდან უმღეროდა სერენადებს – ლაპარაკობს უპრინციპობაზე. ბოტები და სამთავრობო მედიები დაირაზმნენ და მიმდინარეობს ჩანასახშივე გაშავება ყველანაირი ოპოზიციური ერთობების. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სქემის ქოცს ყველაზე მეტად ეშინია. ქოცს რისაც ეშინია, იმას უნდა მიაწვეს ოპოზიცია. ჩვენს დეველოპერ მერს გადაეცით, კომპრომისზე წასვლა უპრინციპობა არაა. უპრინციპობაა არსენალის მთის გამო რომ გარუსდები, ხოლო გარუსებამდე ყველანაირ უბედურებას რომ აპრავებ.
შენ რასაც უპრინციპობას ეძახი – დაგასრულებს შენვე, დროა ვინმემ გიხსნას კორუფციისგან.