,, ქოცპროპაგანდის ადგილზე ვიამაყებდი, რომ აი, “გლობალური ომის პარტია“ ერთადერთი ბატონ ბიძინას ვერ მოერია, თუმცა…” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,გლობალურმა ომის პარტიამ“ რამდენიმე დღეში ააცმევინა რუსეთს სირიიდან, შესაბამისად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან, თავისი ბაზებიან პლაცდარმიანად. სისხლიანი დიქტატორი ბაშარ ასადიც მოსკოვში გაუგზავნა საჩუქრად. რუსულმა ბაზებმა და სამხედრო დახმარებამ ვეღარ დაიცვა სირიელი დიქტატორი–ს ყველაზე ერთგული მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. რუსეთმა უზარმაზარი ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსები ჩადო ასადის სისხლიანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბოლო 9 წლის განმავლობაში, თუმცა, ბაშარ ასადმა ძალაუფლება ვეღარ შეინარჩუნა და რუსეთში გაიქცა. კრემლის პროექტი სირიაში რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. ქოცპროპაგანდის ადგილზე ვიამაყებდი, რომ აი, “გლობალური ომის პარტია“ ერთადერთი ბატონ ბიძინას ვერ მოერია, თუმცა არა… არიან გასუსულები. იმიტომ რომ ს ყველა მოკავშირეს დედა აქვს ნატირები და როგორ უთხრან ნეტარ ქოცაუდიტორიას, ჩვენღა დავრჩით და სავარაუდოდ ჩვენც მალე გვეტირებაო დედა.”

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს