“ქოცებს ყველაფერი გაწერილი აქვთ 2028 წლამდე და ჩვენ?” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

ქოცებს ყველაფერი გაწერილი აქვთ სტრატეგიის და გეგმის სახით. 2028 წლამდე სამოქმედო გეგმა აქტივობებით და თავისი თაიმლაინაინით ექნებათ გაწერილი. გრძევადიანი გეგმები 10 და მეტი წლის ჭრილში ექნებათ დალაგებული. და ჩვენ? სპონტანურობის და ციური მანანის იმედად გვინდა ამ რეჟიმის დამარცხება? მინიმუმ ერთი წლის გეგმას უნდა ვწერდეთ, ზუსტად ვიცოდეთ სპონტანურად რომ ხალხი გამოვა, იმას რას ვახვედრებთ, ოპოზიცია ერთიან ფრონტს შექმნის და აიღებს პასუხისმგებლობას, თუ ისევ გაქრება და მხოლოდ ლოჯისტიკას უზრუნველყოფს? არც მოკლევადიანი წინააღმდეგობის გეგმა გვაქვს გაწერილი და არც გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც დიახ, შეიძლება 2028 წლამდე მივიდეს. ცვალებადია კი სიტუაცია, მაგრამ იმ ცვალებადის რისკებიც უნდა გათვალო. ნეტა პარტიებს თუ აქვთ ეს გეგმები? ძალიან რომ მოგვწონს ობობას სპეცოპერაცია, ეგ 1.5 წლის მერე განხორციელდა დაგეგმვიდან. ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება. რა იქნება, რომ ქართველებმა ვისწავლოთ დისციპლინა?