ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე:
ვინც აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილა, ყველას გემახსოვრებათ იოსკა ჯანდიერი, – მხიარული, ზრდილობიანი, უშიშარი და კეთილი. მე აქციებზე გავიცანი იოსკა და მისი არაჩვეულებრივი შვილი თორნიკე. მას შემდეგ მეგობრები ვართ. 

ვინც არ იცით, იოსკა იგივე იოსებ ჯანდიერი ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, 7 ნოემბრის მოვლენების დროს მაშინდელ მთავრობას გაემიჯნა და მალევე დაიჭირეს კიდეც. უმძიმესი წლები გაიარა ციხის ჯურღმულში, სტრასბურგის სასამართლომ მის საქმეში სახელმწიფო გაამტყუნა. “სტუდია მონიტორმა” 16 წლის წინ მის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა. შემდეგ იოსკა გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში. გგონიათ ქოცების მეხოტბე გახდა, არა! გერმანიიდან დაბრუნებული ყველა საპროტესტო აქციაზე დგას.
ცოტა ხნის წინ რუსთაველზე დააკავეს.


ქოცებო, ვის ვის და იოსებ ჯანდიერს ციხით ვერ შეაშინებთ, ძალიან დიდი ლუკმაა თქვენთვის გადასაყლაპად!
თავისუფლება იოსკა ჯანდიერს!