„ქოცებმა წყალში ჩაყარეს საკუთარი პროპაგანდის შრომა“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი/კობახიძის რეპრესიების ახალმა ტალღამ დადასტურებულად აჩვენა, რა მრავალფეროვანია პროტესტი და რამდენად განსხვავებული ადამიანები არიან ჩართული. რომ არა ქოცების იდიოტური ახალი კანონმდებლობა, ვერ გავიცნობდით ასე ახლოს ამდენ შესანიშნავ ადამიანს, სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სოციალური ჯგუფის ხალხს რომლებსაც აერთიანებთ თავდადებული ბრძოლის უნარი და პატრიოტიზმი. ქოცებმა წყალში ჩაყარეს საკუთარი პროპაგანდის შრომა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აქციებზე დგანან “ტრენინგებზე გაწვრთნილი“ დიფსთეითის აგენტები. შეუძლებელია რომ ნაკერავზე არ გაირღვეს მათი ძლივს შეკოწიწებული რეჟიმი.
თუმცა, მხოლოდ გმირების ქება–დიდება არ არის საკმარისი ბევრი მსჯელობა მიდის, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. გრძელვადიანი გეგმების დასახვაზე რა გითხრათ, მაგრამ ამ მომენტში რა გამოწვევაც გვაქვს იმის მოგვარება ადვილად შეიძლება სწორად ორგანიზებით. რას ვგულისხმობ: 50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ დაიჭერენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გმირობის ჩადენა აღარ დასჭირდებათ. ბუნებრივად გადაიკეტება. ან ჯგუფია შესაქმნელი, ან პლატფორმა, სადაც გავწევრიანდებით და გადავინაწილებთ მორიგეობას, რახან ამჯერად რუსთაველის გადაკეტვა–არგადაკეტვაზე გაგვივლო ფრონტის ხაზი რეჟიმმა.“

ასევე დაგაინტერესებთ