“ქოცები და ნაცები/აჰლები ერთად ლოცულობენ რომ პრეზიდენტის პროექტი არ გამოვიდეს” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :
“პრეზიდენტმა, გახარიამ და ლელომ თუ დაასრულეს რაც დაიწყეს, ამ გაერთიანებას ექნება შანსი (მხოლოდ შანსი, ჭკუით მოქმედების შემთხვევაში), რომ პირველ ადგილზე გავიდეს ოპოზიციაში და პოლარიზაციის წყევლა საბოლოოდ დაასრულოს.

ახლა ქოცები და ნაცები/აჰლები ერთად ლოცულობენ რომ პრეზიდენტის პროექტი არ გამოვიდეს.
ქოცებს პოლარიზაციის თამაში ეშლებათ.
ნაცები პირველობას კარგავენ (ამის შანსია).
გვარამია ოპო მაჩანჩალა ხდება (თუ ნაცებთან არ შეერთდა).

პრეზიდენტის გაერთიანების პროექტი რეჟიმის ცვლილების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. (ენმ-ის მეტნაკლებად თანაზომადი ძალის ცენტრის შექმნა ომის, შურისძიების და განუკითხაობის შიშს მეტად გაანეიტრალებს და მეტ ხალხს გამოიყვანს რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე).
რეჟიმი თუ შეიცვლება, უვიზო
არ გაჩერდება.
პრეზიდენტის ქარტია თუ შესრულდება (ამასაც თანაზომადი ბალანსი სჭირდება მომავალ პარლამენტში) – ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმზე გადავალთ და გაწევრიანება დაჩქარდება.
შემდეგი დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდება – NATO-ში შევალთ.
ასე ვხედავ მომავალს.
ასე მაქვს დალაგებული.
და არ გაგიკვირდეთ ამრევებზე რომ გავცოფდები.”

ასევე დაგაინტერესებთ