ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვახუშტი მენაბდის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:
,,მამის და ძმის ბიზნესის გამო, (ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის რიამე სხვა საქციელის გამო) ადამიანს მოსთხოვო პასუხი, არის ამაზრზენი საქციელი.
ყველა ადამიანს მხოლოდ საკუთარ საქციელზე უნდა მოეთხოვოს პააუხი მხოლოდ.
მეგონა ამაზე მაინც ვთანხმდებოდით.
P. S. ვახუშტი თუ მამის და ძმის ბზნესის გამო ხელისიფლებასთან რაიმე კომპრომისზე წავიდა, ამის მტკიცებულება დადეთ და მერე მეც დაგეთანხმებით.“
ჟურნალისტს კომენტარებში საკუთარ მოსაზრებას უზიარებს ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,ახლა მაქ რაშია საქმე.
ქოცების პირობებში შესაძლებელია, რომ მამა იყოს ქოცი, იგებდეს ტენდერებს და შვილი ჰყავდეს ოპოზიციონერი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით შესაძლებელია. ოპოზიციაში გვყავს მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილის სიძე და პოლიტპატიმრების ერთ-ერთი მოსამართლის და პროცესს არ აგდებს და აქტიურად უჭერს მხარს პატიმრებს. მართალია, ეს არ არის ტიპიური, მაგრამ არც განსაკუთრებული გამონაკლისია. არაერთი ადამიანი ვიცი ვინც დღემდე საჯარო სამსახურშია, მაგრამ აქტიური ოპოზიციონერია.
ნაცების დროს ეს გამორიცხული იქნებოდა. ხელისუფლებასთან დაახლოებული ყველა ბიზნესმენს შეექმნებოდა პრობლემები მისი ოჯახის წევრი ოპოზიციაში რომ დაენახათ და აქტიური ოპოზიციონერის ძმასაც არავინ დანიშნავდა პოლიტიკურ პროცესზე მოსამართლედ,
ამიტომ ნაცების რეაქცია ამ შემთხვევაში არის ყველა რომ საკუთარი გარყვნილების მიხედვით განსჯის, იმის ტიპიური ილუსტრაცია”
