ქოცების მეგობარი და EU-ის კიბო ორბანი თუ არ დაოკდა და უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას | ნიკა გვარამია
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას.
“ამასობაში, ქოცების მეგობარი და ევროკავშირის კიბო ორბანი თუ არ დაოკდა და უკრაინის ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა დაბლოკა, არც თუ მცირე ალბათობა ჩნდება, რომ ერთ პაკეტად შეიკრას საბოლოო გადაწყვეტილება და ვერც მოლდოვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ვერც ბოსნია (ეს უნგრეთის გარეშეც მაღალი ალბათობით ასე იქნება) და ვერც ჩვენ გავცდეთ ევროპერსპექტივას და სტატუსის საკითხი სამომავლოდ გადაიდოს. ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ ქვეყნის დამაქცევარი ტრაგედია – არა. “ევროპამ მიგვატოვა” განმარტებას ამას მხოლოდ ქოცური პროპაგანდა მისცემს. სინამდვილეში, თუ ეს მაინც მოხდა, ევროპამ კი არა, ქოცმა ორბანმა დაგვბლოკა. ამიტომაა საჭირო მოზომილად ილაპარაკო ხოლმე და არა ხბოს აღტაცებით და საკითხის არცოდნით, განსაკუთრებით, როცა მოლოდინებს ქმნი და შესაბამისად იმედგაცრუების რისკს ზრდი. პასუხისმგებლობის გრძნობა სასარგებლო თვისებაა, ზოგადად”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.