ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
ქოცებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების პაკეტი (all in one) ასე თუ ისე უკვე ნაცნობია. დაახლოებით შესაძლებელია პროგნოზირება, პროფილზე რომ გადახვალ, რა დაგხვდება, მაგრამ ჩემთვის ახალი აღმოჩენაა ამ პაკეტში სტალინის ტრფიალი და ამ კაციჭამია, სისხლისმსმელი ტირანის ფოტოების და ვიდეოების აქტიურად გაზიარება. ასე როგორ უნდა გეჯავრებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამ საკუთარი სამშობლოს მტერს, ინტელექტუალური ნაწილის გამანადგურებელს, სამი ავტონომიური “რესპუბლიკის” სახით საქართველოში ნელი მოქმედების ნაღმების ჩამდებს (დღემდე რომ ფეთქდება) და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, აქებდე და ადიდებდე? თუ შენი ოჯახის წევრები და წინაპრები არ მოუკლავს, პრობლემა არ არის ხომ? კი, ერთ პაკეტშია ქოცის მენტალიტეტში – რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის თუ შენი ოჯახის წევრს არ დაუსისხლიანეს ცხვირ-პირი და ციხეში არ ჩააყუდეს, სხვისი შვილები რა პრობლემაა?რადგანაც ქოცების პროგნოზირება ადვილია, კომენტარებიც დაახლოებით ვიცი, რა იქნება. ომის მოგებასაც შემახსენებენ. კი, ვიცი, ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრიც დაიღუპა ქერჩთან. შეგახსენებთ, რომ სტალინმა საქართველოდან ყველაზე მაღალი მობილიზაცია გააკეთა, 700 ათასზე მეტი გაიწვიეს და 300 ათასზე მეტი დაიღუპა, რაც მოსახლეობაზე გადათვლით რესპუბლიკებს შორის რეკორდული იყო.