ქოჩორაშვილმა ვერ ითამაშა – “ლევანტე” მარცხს გადაურჩა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „ლევანტე“, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ წაგებას გადაურჩა – 90+5-ე წუთზე ანდრეს გარსიას გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.
ქოჩორაშვილმა მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა და დაასვენა. ის 8 იანვარს „ტენერიფესთან“ გასვლითი დაპირისპირებისთვის მწყობრში იქნება.
„ლევანტემ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ ითამაშა, 1 კი წააგო. ქოჩორაშვილის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 32 ქულით მერვე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში