ქოჩორაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს – “ლევანტემ” წააგო და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა

სეგუნდა დივიზიონის მეათე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „კასტელონთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 78-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 6.6.
„ლევანტემ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 15 ქულით მეცხრე ადგილზეა და 24 ოქტომბერს „დეპორტივოს“ უმასპინძლებს.
კასტელონი – ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 სანჩესი (53), 2:0 სანჩესი (77)