ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგი” სუპერთასის ფინალში “ბენფიკასთან” დამარცხდა

პორტუგალიის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონი “სპორტინგი” თასის მფლობელ “ბენფიკასთან” 0:1 დამარცხდა.
“სპორტინგიდან” გიორგი ქოჩორაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან, 69-ე წუთზე ჩაერთო, მან ჰიდემასა მორიტა შეცვალა.
პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, მე-5 წუთზე გონსალვეშმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობის გამო, გოლი გაუქმდა.
მეორე ტაიმში მომენტებიც მომრავლდა, 50-ე წუთზე “ბენფიკას” ბერძენმა ლიდერმა და ბომბარდირმა ვანგელის პავლიდისმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ბენფიკა” პორტუგალიის სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მეათედ გახდა. პორტუგალიის ჩემპიონატი 8 აგვისტოს “სპორტინგისა” და “კასა პიას” დაპირისპირებით გაიხსნება.
სპორტინგი – ბენფიკა 0:1
გოლები: 0:1 პავლიდისი (50)
“შახტარია” თუ ბრაზილიის ნაკრები? – გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა
ქოჩორაშვილის “სპორტინგის” მეკარე “ტორინოში” გადავიდა
დაბრუნება ყოფილ გუნდში – ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა
დიოკერეში “არსენალთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
საკლუბო მუნდიალზე “ჩელსიმ” “ბენფიკა” 4:1 დაამარცხა
“რეალმა” კარერასის ტრანსფერი შეათანხმა – “ბლანკოსი” “ბენფიკას” 50 მილიონ ევროს გადაუხდის
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
სილვა “სიტიდან” სავარაუდოდ წავა – პორტუგალიელს სამშობლოში ეპატიჟებიან
“სპორტინგი” დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
გაჰყიდის თუ არა “სპორტინგი” იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს [VIDEO]
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება – “სპორტინგი” გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
ქოჩორაშვილი შეიძლება “სპორტინგის” ლიდერი გახდეს – იულმანს “იუვენტუსში” გადასვლა სურს
ფელიქსი, რომელიც “ბენფიკაში” დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში