ქოჩორაშვილი შეიძლება “სპორტინგის” ლიდერი გახდეს – იულმანს “იუვენტუსში” გადასვლა სურს

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, „სპორტინგის“ 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მორტენ იულმანმა „იუვენტუსში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
თუმცა, ტრანსფერი ადვილად განსახორციელებელი არ იქნება, ვინაიდან ლისაბონური კლუბი დანიელში 80 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვენტუსი“ კი მზადაა 50-60 მილიონი გადაიხადოს.
თავად იულმანი თვლის, რომ თანხა გადაჭარბებულია და „სპორტინგი“ მის 30-40 მილიონად გაყიდვაზე უნდა დათანხმდეს. თუ „იუვეში“ გადავიდა, ხელფასი გაუორმაგდება და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
მორტენი „სპორტინგმა“ 2023 წელს „ლეჩესგან“ 19.5 მილიონად შეიძინა, გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მონაცემებით მისი ფასი 50 მილიონია.
იულმანი „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის პოზიციაზე თამაშობს – სწორედ ის შეცვალა ქართველმა „სელტიკთან“ მატჩის 58-ე წუთზე.
Leonino წერს, რომ იულმანის არა მხოლოდ ალტერნატივა, არამედ გუნდის ახალი ლიდერი შეიძლება ქოჩორაშვილი გახდეს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულია, საამისო უნარები გააჩნია.
[VIDEO] დაიწყო – წიტაიშვილმა “მეცში” სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] “რეალმა” “იუვენტუსს” მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
“შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი” – კამბიასომ “სიტისთან” მოლაპარაკებები გაიხსენა
“კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა” – “სპორტინგმა” ქოჩორაშვილი წარადგინა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში – ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
მოლაპარაკება შედგა – დევიდი კარიერას “იუვენტუსში” განაგრძობს
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად – ქოჩორაშვილმა “სპორტინგში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა
“იუვენტუსს” ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
“არსენალი” და “სპორტინგი” ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია – რა ბედი ეწევა შვედს?
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “ლევანტეს” ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
ქოჩორა და რონალდო ერთად? – ამის ალბათობა მაღალია
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება – ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი “სპორტინგის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს – ფრანგს მსურველები არ აკლია
უარი 2 მილიონ ევროზე – დიოკერეში “არსენალში” ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს
დიოკერეში “სპორტინგის” ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს – კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის