პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე და შეგრძნება, თითქოს სახლში ვთამაშობდით. მადლობა გულშემატკივრებს ატმოსფეროსთვის, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ერთად დგომით ყველაფერი შეგვიძლია და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ.
წერს Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი.
გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
