ქოჩორაშვილის საგოლე პასი – “ლევანტემ” მოიგო, გალიდერდა და ლა ლიგას უახლოვდება

სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „უესკა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გადამწყვეტი საგოლე პასი გაუკეთა ალექს ფორესს. მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: flashscore 7.5, sofascore 7.4.
„ლევანტე“ 56 ქულით უკვე ლიდერია და 23 მარტს „კასტელონს“ უმასპინძლებს. ამ მატჩში ქოჩორაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან საქართველოს ნაკრებში სომხეთთან ერთა ლიგის შეხვედრებისთვისაა გამოძახებული.
უესკა – ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 პამპინი (54), 1:1 მუნიოსი (69), 1:2 ფორესი (90+1)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში