ქოჩორაშვილის “ლევანტემ” გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ გაიწია

სეგუნდა დივიზიონის 29-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „ელდენსე“ 2:1 დაამარცხა.
ვალენსიური გუნდი აგებდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა როჯერ ბრუგუემ და კარლოს ესპიმ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და თამაში შემოატრიალეს.
სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.2, flashscore 6.8.
„ლევანტემ“ ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 50 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „უესკას“ 1 ქულით ჩამორჩება და 9 მარტს „კარტახენას“ უმასპინძლებს.
ელდა. „პეპიკო ამატი“
ელდენსე – ლევანტე 1:2
გოლები: 1:0 კოლადო (44), 1:1 ბრუგუე (90+1), 1:2 ესპი (90+4)
თუ გადავა ლევანტე ლალიგაში არამგონია გაყიდონ ქოჩორაშვილი და თვითონაც არ უნდა წავიდეს.გიოს სტილის ნახევარმცველები არ არის ბევრი ლა ლიგაში და თავის წარმოჩენის შემთხვევაში უკეთეს კლუბშიც გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში