სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „კარტახენა“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა, ყვითელი ბარათი მიიღო და 74-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore 8.2, flashscore 7.6. ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ლევანტემ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „მირანდესს“ 1 ქულით ჩამორჩება და 16 მარტს გასვლაზე „უესკას“ დაუპირისპირდება.
ლევანტე – კარტახენა 3:0
გოლები: 1:0 რომერო (28), 2:0 ქოჩორაშვილი
(71), 3:0 იბორა (59, პენ)
