ქოჩორაშვილის გოლი ლა ლიგა 2-მა ტურის საუკეთესო გოლების ხუთეულში დაასახელა

გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის ხუთ საუკეთესო გოლს შორის მოხვდა.
საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა „ხიხონთან“ გასვლით შეხვედრაში თავი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა. გიორგიმ მეტოქის კარი 42-ე წუთზე აიღო და შესვენებამდე „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.
გამოკითხვა ლა ლიგა 2-ის სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს და დიდი შანსია, „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის გოლი საუკეთესოდ აღიარონ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ