ქოჩარიანი: სომხეთმა შორს უნდა დაიჭიროს თავი ევროკავშირისგან

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპოზიციური ბლოკის ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სჭირდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა რუსეთთან და ამ ფორმატში ირანის ჩართვა. მისი თქმით, სომხურ-რუსულ ურთიერთობებში ირანული კომპონენტის დამატებით უნდა ჩამოყალიბდეს სამმხრივი სტრატეგიული ალიანსი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციებს.
ამასთან, ქოჩარიანმა კრიტიკულად შეაფასა პრემიერ-მინისტრ ს პოლიტიკის შედეგად სომხეთსა და რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობები.
ასევე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სკეპტიკურად აფასებს ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკას. მისი თქმით, ევროკავშირის სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ სომხეთის უსაფრთხოებას.
„რეგიონის მთავარ მოთამაშეებად რჩებიან , ირანი და თურქეთი, და იმედის დამყარება ევროპაზე — რეალისტური არ არის“, — განაცხადა ქოჩარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას

გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება პროტესტი და ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე