2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 5:34 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და ვიცე-კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ისაუბრეს.
რიჩარდ ქოქრილი: „თამაშის დასაწყისში ორი ლელო გავუშვით და მეტოქეს დიდი უპირატესობა მივეცით. იყო შეცდომები დაცვაში და ბურთის ფლობაში. სწორედ ასეთ მატჩებში ვიზრდებით და ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ.
მატკავასა და ლობჟანიძეს ბოლო პერიოდში ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ. მათ უნდა დააგროვონ სათამაშო დრო. ალანიასა და აბჟანდაძის შეყვანა ძირეულ ცვლილებებს ვერ მოიტანდა. ეს ეროვნული ნაკრებია და ეს ცვლილებიც ემსახურება იმ პროცესს, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადებას მოიცავს. „ჩიტასთან“ თამაშში სხვა 15 მორაგბეს ვიხილავთ, სამხრეთ აფრიკას კი საუკეთესო შემადგენლობას დავუპირისპირებთ. ეს არის გუნდის შენების პროცესი.
დერეფანსა და შემტევ მოლზე სამუშაო გვაქვთ. დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, რადგანაც მეორე ხაზში ბევრი მორაგბე არ გვყავს. გაღიზიანება მესმის, უბრალოდ ახლა გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ“.
დავით ნინიაშვილი: „ყოველთვის რთულია წაგებული მატჩის შემდეგ საუბარი. ვეცადეთ ლელოები გაგვეტანა, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვეცდებით ისინი გამოვასწოროთ. როდესაც შვეიცარიას, ნიდერლანდებსა და რუმინეთს ეთამაშები, განვითარება არ გაქვს. ირლანდია საუკეთესო შემადგენლობით არ იყო, მაგრამ ამ მორაგბეებს უმაღლესი დონის 25-30 მატჩის ჩატარება მაინც უწევთ სეზონში. უნდა შევთანხმდეთ, რომ რიჩარდის ბრალი აქ არაფერია. 23 მორაგბის ბრალია ყველაფერი, რომელიც დღეს მოედანზე ვიყავით. „შავი ლომი“ ძალიან ცოტა შეხვედრას თამაშობს, ირლანდიელებს კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ“.
Rugby.ge
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე – ემოციები და მოლოდინები
ჯალაღონიას ლელო – “ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა
მეჩვიდმეტე ტიტული – საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
“ბორჯღალოსნები” | რიჩარდ ქოქრილი: საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სულ სხვა შეგრძნებაა
ქართველები ევროტურნირების ფინალში
“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
ირლანდიური გამოხმაურება “ბორჯღალოსნების” დიდ პროგრესზე
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
“ბორჯღალოსნები” | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! – ირლანდიასთან 5 ივლისს “მიხეილ მესხზე”
