ქორწილი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ: ქართველი ფეხბურთელის, ბაჩო არაბულისა და გვანცა მაჭარაძის ულამაზესი ქორწილი სანტორინიზე – Marao

სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ გოგონას განსაკუთრებული გარეგნობითა და სტილით – ქართველო ინფლუენსერი, გვანცა მაჭარაძე ინსტაგრამსა და ტიკტოკზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინსტაგრამზე 80 ათასზე მეტ გამომწერს, ტიკტოკზე კი – 53 ათას მიმდევარს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასა თუ სტილთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში, ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე გვანცა მაჭარაძის ქორწილი გაიმართა. გვანცას რჩეული ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. წყვილმა ქორწილი, მეგობრების წრეში გადაიხადა.
სტუმრებს შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე, ნინი კვერნაძეც იყვნენ.
გვანცამ ქორწილში სამი სხვადასხვა კაბა მოირგო, რომლებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
მთავარი საქორწილო კაბა გვანცა მაჭარაძისთვის ქართველმა დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ შემნა. სადა, მაქმანებით გაფორმებულ კაბას დახვეწილი ჭრილი და ელეგანტური სილუეიტ კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა.
განსაკუთრებული იყო გვანცა მაჭარაძისა და მისი რჩეულის ნიშნობაც, რომელიც რომანტიკულ გარემოში, მეგობრების თანხლებით შედგა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია, ერთადაა, ეს მაინც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული და კადრები გვანცამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა.
გვანცა მაჭარაძე დედასთან, მაკა აფციაურთან ერთად რამდენიმე წლის წინ სამზარეულოს ომებში იღებდნენ მონაწილეობას. ენერგიული და პოზიტიური გვანცა დედასთან ერთად მაკევე გახდა მაყურებლის ფავორიტი. ის შემდეგ საკუთარ კულინარიულ გამოცდილებას საკუტარ გამომწერებს ტიკტოკზეც უზიარებდა – მის გვერდზე ხშირად შეხვდებით მარტივი საუზმისა თუ დესერტების რეცეპტებს.
გვანცა მაჭარაძის მეუღლე ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. ის “დინამო თბილისში“ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ის ნაკრების ეროვნული საქართველოს ყოფილი ფორვარდია. კარიერის განმავლობაში მას უნგრულ, ბერძნულ, უზბეკურ და ავსტრალიურ კლუბებში თამაშობდა. მოგვიანებით კარიერა აზიაში, კორეაში გადავიდა, ამ დროისთვის კი რუმინეთის „უნირეა სლობოციას“ ფეხბურთელია.
ამ დროის მანძილზე ყოველთვის მის გვერდით იყო გვანცა მაჭარაძეც – მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ავსტრალიაში, კორეაში და უცხო კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ ვიდეოებსაც ხშირად აქვეყნებდა.
ახლა წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში ატარებს, ქორწილის სამზადისისა და ემოციების შესახებ კი გვანცა გამომწერებს დეტალურად უყვება.