2023 წლის 12 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 126 მლნ. ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა (118.5 მლნ ლარი).
ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი ტრადიციულად „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2023 წლის 12 თვეში 57.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 45%-ია. მეორე ადგილზე 21.5 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 15.8 მლნ ლარით „უნისონი“.
2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.
2023 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.