მიწისძვრების, წყალდიდობების, დიდთოვლობის თუ სხვა ბუნებრივ სტიქიათა შემთხვევების ზრდის ფონზე, ქონების დაზღვევა ფინანსური კეთილდღეობის ერთგვარი გარანტი ხდება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისა და ჩანაცვლებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, საოპერაციო შეფერხებებსა თუ ფინანსურ წნეხს გამოიწვევდა. უძრავი თუ მოძრავი ქონების მფლობელთათვის დაზღვევა არა მხოლოდ სიფრთხილის ზომა, არამედ სტაბილურობასა და მდგრადობაში ინვესტირებაა.
“არდიში” მიაჩნიათ, რომ ქონების დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევის მსგავსად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც დაზღვეულის სიმშვიდის გარანტად შეიძლება იქცეს და კოლოსალური დანახარჯებისგან იხსნას. იმ ფონზე, რომ დაზღვეულ ქონებათა დიდი ნაწილი საბანკო დაწესებულების მოთხოვნით, სასესხო ვალდებულების გამოა დაზღვეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სექტორმა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს და ის უპირატესობები გააცნოს, რაც ქონების დაზღვევას ახლავს.
“ადამიანები საკუთარი ნებით იშვიათად აზღვევენ ქონებას იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ, მაგალითად, ბუნებრივი სტიქიების დროს, როდესაც, რეალურად, ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან და არც დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაა დაბალ ხარჯებთან დაკავშირებული, უარესდება ადამიანთა სოციალური მდგომარეობა…
ადამიანი როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საკუთარი ქონების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, სასურველია, ადამიანებს დაზღვეული ჰქონდეთ თავიანთი შენობა-ნაგებობები, რათა დამანგრეველი სტიქიების დროს, იქნება ეს წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი თუ ხანძარი დაცულები იყვნენ. ბიზნესის დაზღვევა არდიში არ არის მხოლოდ პოლისი – ეს არის პარტნიორობა, რომელიც საშუალებას გაძლევს ფოკუსირდე მთავარზე: ზრდაზე, სტაბილურობაზე და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.
სანამ თქვენი ბიზნესის ქონებას, ტექნიკას, ინვენტარს, ტვირთს, ინფრასტრუქტურას თუ ბიზნესის უწყვეტობას არდის სადაზღვევო პოლისი დაიცავს, თქვენ შეძლებთ ფოკუსირდეთ მთავარზე – განვითარებაზე, იდეებზე, ადამიანებზე.- ამბობს “არდის” საოპერაციო დირექტორი, ეკა ერგემლიძე.
ქონების დაზღვევა ზარალის ანაზღაურების ყველაზე ხელმისაწვდომი, ეფექტური და სწრაფი საშუალებაა, ამას “არდის” გამოცდილებაც ადასტურებს. ზამთრის მიწურულს, დასავლეთ საქართველოში მოულოდნელად მოსული დიდთოვლობის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ათობით დაზღვეულს კომპანიამ რამდენიმე ასეული ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა.
“წელს დიდთოვლობით გამოწვეული სტიქიით ჩვენი დაზღვეულები აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დაზარალდნენ. საუბარია ასობით ათასი ლარის ზარალზე, რომელიც კომპანიამ ოპერატიულად აუნაზღაურა ბენეფიციარებს, ამ ქონების აღსადგენად და თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ დაზღვეულ ქონებათა უდიდესი ნაწილი სასესხო ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ბანკი ითხოვს ქონების დაზღვევას და საკუთარ რისკებსაც იცავს. აუცილებელია გავიაზროთ, რომ საჭიროა, ადამიანებსაც გვქონდეს ასეთი მიდგომები, რათა ქონებრივი ზარალის დადგომის შემთხვევაში, წინასწარ ვიყოთ დაცულები”, – განმარტა ეკა ერგემლიძემ.
სტიქიის შედეგად ზარალი სადისტრიბუციო კომპანია “კინგ ორიგინალმაც” მიიღო. დიდთოვლობის გამო მთლიანად ჩამოინგრა კომპანიის სასაწყობე ინფრასტრუქტურის სახურავი. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ავთანდილ ბარამიძემ აღნიშნა, ზარალი, რაც ბიზნესისთვის შესაძლოა, მძიმე დარტყმა ყოფილიყო, “არდიმ” კომპანიას ოპერატიულად აუნაზღაურა.
შპს კინგ ორიგინალის საწყობის სადაზღვევო შემთხვევისას და აღდგენის შემდეგ
“დიდთოვლობის დროს მთლიანად ჩამოინგრა 800 მ² საწყობზე სახურავი. “არდისთან” დაკავშირების შემდეგ, საკმაოდ კარგად წარიმართა პროცესები და კარგადაც დასრულდა. სიმართლე რომ გითხრათ, დაზღვევას არ ვაპირებდით, ბანკის მოთხოვნა რომ არ ყოფილიყო, თუმცა ძალიან გამოგვადგა; ზარალი 80%-მდე აგვინაზღაურდა, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დახმარება იყო ჩვენთვის. დღეს უძრავ ქონებასთან ერთად, დაზღვეული გვაქვს ავტომობილებიც და ვიტყოდით, რომ დაზღვევა ძალიან საჭიროა, სხვა შემთხვევაში, მოულოდნელი სტიქიის დროს მოყენებული ზარალი ბიზნესისთვის შეიძლებოდა, ძალიან მძიმე ყოფილიყო”, – განაცხადა ავთანდილ ბარამიძემ.
ქონების დაზღვევის საჭიროებაზე საუბრობენ “ბლექ სი ინვესტშიც”, სადაც დიდთოვლობამ ერთ-ერთი სასაწყობე ყუთის სახურავი ჩამოანგრია. კომპანიის ბუღალტერი, ვახტანგ ხინიკაძე აღნიშნავს, რომ მიყენებული ზარალის მხოლოდ კომპანიის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურება მძიმე წნეხი იქნებოდა ბიზნესის საქმიანობაზე.
“ძალიან კმაყოფილი ვართ “არდისთან” თანამშრომლობით, რადგან ყველა პროცედურა ძალიან მოკლე დროში შესრულდა, რის გამოც აუცილებლად ვურჩევდი ყველას ქონების დაზღვევას, რადგან წინასწარ არასდროს ვიცით, როდის იქნება სტიქია და რა ზარალის გამოწვევა შეუძლია მას. ჩვენ შემთხვევაშიც, დაზიანებული ქონების ჩვენივე სახსრებით აღდგენა დიდი წნეხი იქნებოდა კომპანიის საოპერაციო პროცესებზე”, – ამბობს ვახტანგ ხინიკაძე.
მხოლოდ გასულ ზამთარს, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მომხდარი სტიქია და “არდის” ოპერატიული რეაგირება აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის ქონების დაზღვევა. დაზღვეულთათვის ოპერატიული რეაგირება, ზარალის სწრაფი შეფასება და ანაზღაურება, არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ სიმშვიდის რეალური გარანტი აღმოჩნდა, რამაც კომპანიებს ცხოვრების ნორმალურ რიტმში დროულად დაბრუნებაში შეუწყო ხელი. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა არსებობს სწორი დაცვის მექანიზმი. “არდის” გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ ქონების დაზღვევა სტაბილურ მომავალში ინვესტირებაა.
ჩვენ ვიცით, რომ თუ თქვენს ბიზნესს ზიანი ადგება – დრო, რესურსი და სიმშვიდე ყველაზე ღირებულია. ამიტომაც “არდის” მომსახურება ისეა შექმნილი, რომ თქვენთან ერთად დავგეგმოთ და დავაზღვიოთ მხოლოდ ის, რაც რეალურად საფრთხეა თქვენი ბიზნესისთვის, ხოლო რისკის ცდომილების შემთხვევაში ანაზღაურების პროცესი იყოს მარტივი, სწრაფი და სრულიად გამჭვირვალე.
არდი გეხმარებათ, მოიხსნა ზედმეტი შფოთვა და შეინარჩუნო ოპერაციული სიმშვიდე. დაცული ბიზნესი = მეტი თავისუფლება სწორი გადაწყვეტილებებისთვის.
ბიზნესის მშვიდად კეთების ჯერია!
