ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი შშმ პირია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!