ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, 80 წლის კაცი 50 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო.

ცნობისთვის, ქობულეთში კაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი სექსუალური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ  დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ