ქობულეთში შუახნის მამაკაცი მოკლეს

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს, იგი ქობულეთის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა, კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
უცნობია, დაშავდნენ თუ არა ინციდენტში მონაწილე პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით, დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი