2024 წლის მე-3 კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,233/მ2 -ს გაუტოლდა (+5.0% წ/წ), – ამის შესახებ Galt&Taggart-ის რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
ჯამში, 2024 წლის 9 თვეში ქობულეთში 495 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33.5%-იანი წლიური კლებაა.
მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (15 და 19 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაზრდილია აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 20 მიმდინარე პროექტი).