ქობულეთში სტიქიამ სახურავები და ელექტროსადენები დააზიანა – პრობლემები შეიქმნა სანაპირო ზოლზეც

უამინდობამ პრობლემები შექმნა ქობულეთში. სტიქიის შედეგად დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დაზიანებულია ელექტროსადენები.
მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ჯგუფები გასულია დაზიანებებზე და ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე