ქობულეთში საუკუნოვანი ფიჭვნარი ნადგურდება | ცათამბჯენების მშენებლობას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები აპირებენ

ქობულეთში საუკუნოვანი ფიჭვნარი ნადგურდება. უნიკალური ნარგავები ოკუპანტი სახელმწიფოს ბიზნესმენების ინტერესებს ეწირება. ირკვევა, რომ სანაპირო ზოლის სარეკრეაციო ზონაში რუსული ინვესტიციებით ცათამბჯენები უნდა აშენდეს, თუმცა, პროექტის დამტკიცებამდე და გარემოს დაცვის სააგენტოს ნერბართვის მიღებამდე ინვესტორებმა ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს.
კომპანია “ვითიქეი” 8 ათას კვარდატულ მეტრზე 45-სართულიან 2 კომპლექსს აშენებს, რომელიც სრულად ამოვარდნილია ქობულეთის განაშენიანების კონცეფციიდან. ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მცირე საოჯახო ბიზნესი, რომლითაც მოსახლეობა ირჩენს თავს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.