ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. იგი კლინიკაში იყო გადაყვანილი, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილ სამართალდამცავს სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ