ქობულეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ. – ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს” – წერია -ს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.