ქობულეთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

ქობულეთში ძლიერი ხანძარია – ცეცხლი რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.