ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა – დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული

ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და დაშავა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. მათივე თქმით, პაციენტს კვლევები უტარდება.
“შუახნის მამაკაცი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანება თავისა და ხელის არეში აქვს მიღებული. უტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები”,- გვითხრეს კლინიკაში
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.