ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. მათი ცნობით, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალთან ყოფილი ქმარი მივიდა.
ტაბულას ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სახლში გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
