ქობულეთში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

Ajaratv-ის ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე -მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
„ბათუმელები” ავრცელებს ჩაისუბანში მერის წარმომადგენლის, ჯუმბერ ყურშუბაძის კომენტარს, მისი თქმით გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სურათში „მთის ასპიტი” ამოიცნეს, რომელიც ნამდვილად გვხვდება ამ რეგიონში და მასთან კონტაქტი რისკის შემცველია