ქობულეთის სანაპირო ზოლის და ბულვარის მშენებლობისთვის ₾9 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 9.1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ქობულეთის სანაპირო ზოლის და ბულვარის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტს გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს ადგილზე გამწვანების სამუშაოებს, სასეირნო ბილიკის მოწყობას, დეკორაციების განთავსებას და ახალი გარე განათებების მონტაჟს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალი ბულვარის სიგრძე 1.4 კილომეტრი იქნება და ის ზღვის პირას 47,193 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს.
„საპრიექტი ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი სამანქანო გზა ბეტონის ვიბროდაწნეხილი დეკორატიული ფილებით სისქე 100მმ, საფეხმავლო ბილიკები რკ.ბეტონის ფილაზე (სისქე 120მმ) დაგებული ბეტონის ვიბროდაწნეხილი დეკორატიული ფილებით (სისქე 60მმ), გამწვანებული სივრცეები გამოიყოფა ბეტონის ვიბროდაწნეხილი ბორდიურებით (150X300 და 100X200). გათვალისწინებულია არსებული ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია (მოპირკეთება). ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი კიბეები ლითონის მოაჯირებით და პანდუსები შ.შ.მ პირთათვის, სამანქანო გზიდან გამოყოფილად მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი მოსასვენებელი სივრცეები სკამებითა და სანაგვე ურნებით. საპროექტო ტერიტორიის სრულ სიგრძეზე მოეწყობა ველობილიკი, ველოპარკინგი დასაჯდომი სივრცით, წყლის დასალევი ფანტანი. საპროექტო სანაპირო ზოლზე მოეწყობა სრულიად ახალი სივრცე “ზღვისპირა პარკი” “ბულვარი”, რომელიც გამოყოფილი იქნება სამანქანო გზიდან რკ.ბეტონის ცოკოლით, დონეთა სხვაობის გამო მოეწყობა კიბეები და პანდუსები, “ზღვისპირა პარკის” ნაწილში მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, მოსასვენებელი სივრცეები სხვადასხვა სახის დეკორატიული სკამებით, სანაგვე ურნებით, დეკორატიული პერგოლებით, საბავშვო გასართობი და სავარჯიშო სივრცეებით, ასევე ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა დეკორატიული ქანდაკებები.
საფეხმავლო ნაწილში ასევე მოეწყობა უსინათლოთა ბილიკი ბეტონის “ტაქტილური” ფილებით. “ზღვისპირა პარკის” ნაწილი ზღვის მხრიდან გამოყოფილია რკ.ბეტონის კედლით. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები (ორ სანათიანი და ერთ სანათიანი), დეკორატიულ სკამებსა და პერგოლების განათება მოხდება ლენტური დიოდური სანათით. ტერიტორია სრულად გამწვანდება და მოეწყობა სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის სამუშაოები..
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, სამუშაოები 2025 წლის 20 ივნისიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე სამუშაოები საზაფხულო სეზონის გამო შეჩერებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება – გიტანას ნაუსედა