ქობულეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება იყო

ქობულეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება იყო
ცოტახნის წინ ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოში სადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა, დეპუტატებს შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდათ.
ოპოზიციონერები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებზე საუბრობდნენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ. სხდომა დაპირისპირების შედეგად რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ფიზიკურ დაპირისპირებაში არაერთი დეპუტატი იყო ჩართული.
“ჩვენ ვსაუბრობდით ხელისუფლების მიერ კონკრეტულ კორუფციულ სქემებზე, კონკრეტულ კომპანიებზე ვსაუბრობდით და ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე და კონკრეტულ ფაქტებზე. ამის ატანა არ შეუძლიათ და გადმოდიან ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე. გიორგის [გოგიტიძე] მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები წამოვიდა ჩემი მისამართით, მივედი ადგილზე, რომ განემარტა, რის საფუძველზე მესაუბრებოდა ასე. ამ დროს აგრესია გამოავლინეს და წამოვიდნენ ჩხუბით”, – თქვა ენმ-ის წევრმა, სოლომონ ბაჯელიძემ.