ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე პოსტს ტოვებს.
ის განცხადებაში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.
“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა.
2012 წელს, როცა დაარსდა პარტია – ქართული ოცნება, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ის.