ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, მისი თქმით, რჩება “ქართული ოცნების” გუნდის ერთგულ წევრად.
“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.
მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი “ქართულ ოცნებას” და რა თქმა უნდა ვრჩები, ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ზოიძე.
აღსანიშნავია, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა ს მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას