ქობულეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ახალი სკოლების პროექტირება იწყება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლების პროექტირებას იწყებს“ – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ჩაქვის სკოლა არანაკლებ 2000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ბარდუბანში კი არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.
ორივე პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
სკოლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სამასწავლებლოები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შენობებში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოებში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნების მოწყობა.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა