ქნესეთმა ისრაელის მთავრობას მისცა უფლება, აკრძალოს ტელეარხ Al-Jazeera-ს მაუწყებლობა

ისრაელის პარლამენტმა ორშაბათს მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას იძლევა, ისრაელში აიკრძალოს ისეთი უცხოური მედიის მაუწყებლობა და გავრცელება, რომელიც „ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას“.
RFI ყურადღებას აქცევს იმას, რომ კანონი მიმართულია პირველ რიგში კატარის ტელეარხ Al-Jazeera-ს წინააღმდეგ. კანონს ქნესეთში მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი იყო. ამგვარად, პრემიერ-მინისტრმა მ მოიპოვა შესაძლებლობა, დროებითი აკრძალვა დააწესოს კატარის ტელეარხის მაუწყებლობაზე და განკარგულება გასცეს, ისრაელში Al-Jazeera-ს ბიუროს დახურვის თაობაზე.
როგორც Reuters-ი იტყობინება, მთავრობის მეთაური და უსაფრთხოების კაბინეტი ახლა შეძლებენ 45 დღით შეწყვიტონ მედიასაშუალების მუშაობა, რის შემდეგაც ის შეძლებს აღადგინოს მაუწყებლობა და გააგრძელოს ის ივლისის ბოლომდე ან ღაზის სექტორში ძირითადი სამხედრო ოპერაციების დასრულებამდე.
ტელეარხი Al-Jazeera, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ს სამხედრო ოპერაციას ღაზაში, ისრაელს ბრალს სდებდა ასევე „სისტემატურ“ თავდასხმებში ტელეარხის ოფისებსა და მის პერსონალზე.
ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები დიდი ხანია, უკმაყოფილებას გამოთქვამენ Al-Jazeera-ს მიერ ღაზის სექტორის მოვლენების გაშუქების გამო. მაგრამ ისრაელის მხარეს არავითარი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაუდგამს, ითვალისწინებდა რა, რომ კატარი ღაზის სექტორში სამშენებლო პროექტებს აფინანსებს. ამ სამუშაოებს ორივე მხარე მიიჩნევს შეიარაღებული ბრძოლის თავიდან აცილების საშუალებად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი NGO-დან 25 000-მდე უმოქმედოა, აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა გამჭვირვალობა მიუღებელი – 75%-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს