“ქნესეთის რომელიღაცა წარმომადგენელი” – რა დაადასტურა და რა არ დაადასტურა სუსმა იციკ მოშეს გამოკითხვის შემდეგ?

სუსი ახალ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ იციკ მოშე გამოკითხა.
საქმე ეხება ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტის გაუქმების შესახებ ისრაელურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში. მედიის ცნობით, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, “ისრაელის სახლის” დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა. “იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება”– წერს მედია.
მდინარაძის უწყება, რომელიც მთელი დღის მანძილზე ცრუს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, ახლა ამტკიცებს, რომ გამოკითხა მოშე, რომელმაც დაუდასტურა, რომ “ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა”.
· უწყება არ წერს, მოშეს როგორ უნდა გამოერკვია მიღებული ინფორმაცია.
· უწყება არ წერს, კონკრეტულად რა გზები, რა არხები გამოიყენა ინფორმაციის სინამდვილის დასადგენად, გარდა იმისა, რომ დილით გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენელს ესაუბრა და უცნობი წარმომადგენლის თანამდებობრივი რანგი.
· უწყება არ წერს, რა მიზეზი უთხრა ისრაელმა, რატომ გაუქმდა ვიზიტი ბოლო წამს, თუ არა, თავდასხმის საფრთხე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე