ქნესეთის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს – თქვენ და ქართველ ხალხს, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
შალვა პაპუაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ისრაელელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
„ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ და ქართველ ხალხს, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ისრაელელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. უაღრესად მოხარული ვარ თქვენთან ჩვენი ბოლოდროინდელი შეხვედრით საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე ტაშკენტში. მწამს, რომ ჩვენს შორის არსებული პროფესიონალური დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები, და გისურვოთ წარმატებული დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული!“ – ნათქვამია ამირ ოჰანას მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით