ქიწნისის მეურნეობაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 343 მეტრია, ასფალტის საფარი იგება.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ლითონის წყალგამტარი მილები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
„სოფელში 100 – მდე ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.