ქიმიური ნივთიერების სკანდალი – ექიმები საერთაშორისო საზოგადოებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ

ქიმიური ნივთიერების სკანდალი – საქართველოს ექიმთა საზოგადოება საერთაშორისო საზოგადოებას დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
ერთობლივი განცახადება დღეს ექიმმა მარინა ჯებაშვილმა წაიკითხა.
ქართველი მედიკოსები საერტაშორისო საზოგადოებისგან საევე მოითხოვენ, ჩატარდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დახმარება გაეწიოთ აქციაზე დაზარალებულებს.
მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს – 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშშტაბიანმა აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო. სხავდასხვა მედიას საშუალებებში, მათ შორის ბბს-ის გამოძებსი შედეგად გავრცელებულ მასალებში გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს, წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივი კითხვებს და საჭიროებას დამოუკიდებელი ანალიზის.
საყურადღებოა ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს.
საჭიროების შემთვევაში უზრუნველყოს კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ჩვენი მიზანი არ არი პოლიტიკური შეფასება. ჩვენი, როგროც ექიმების პროფესიული ვალდებულება, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღირსება, უზრუნველყოთ ნებისმიერიშესაძლო მასობრივი ზიანის შემთხვევაში გამოძიება საერთაშორისო სამართლის უნივერსალური სტანდარტებით”, – ნათქვამია საქართველოს ექიმთა საზოგადოების განცხადებაში.